მრავალპროფილიანი სამედიცინო “კლინიკა-ლჯ"
კლინიკა ლჯ გაიხსნა 2003 წელს. დამფუძნებლები: მირიან ჭეიშვილი, ზაზა ლომინაძე, შალვა (მამუკა) ჯიქია. საწყის პერიოდში ფუნქციონირებდა ოფთალმოლოგიური და კარდიოლოგიური განყოფილებები, სადაც დასაქმებული იყო 20-მდე ადამიანი. დღესდღეობით კლინიკაში დასაქმებულია 300-ზე მეტი თანამშრომელი.
კლინიკაში ფუნქციონირებს მრავალპროფილური ამბულატორიული განყოფილება, რომელიც მოიცავს კვლევების სრულ სპექტრს და სტაციონალური ნაწილი. სტაციონალური ნაწილი შედგება შემდეგი დარგებისგან: ემერჯენსი, რეანიმაცია, კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ქირურგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია.
კლინიკა ლჯ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო კვლევაში.
ოფთალმოლოგი (დირექტორი)
ქირურგი
კარდიოლოგი