კლინიკა ლჯ მრავალპროფილიანი სამედიცინო “კლინიკა-ლჯ"

(0431) 310-111 577 184 292 9:30 - 17:00 (ორშ-პარ)

კლინიკა-ლჯ

კ"ლინიკა-ლჯ" გაიხსნა 2003 წელს. დამფუძნებლები: შალვა (მამუკა) ჯიქია, ზაზა ლომინაძე და მირიან ჭეიშვილი. საწყის პერიოდში ფუნქციონირებდა ოფთალმოლოგიური და კარდიოლოგიური განყოფილებები, სადაც დასაქმებული იყო 20-მდე ადამიანი. დღესდღეობით კლინიკაში დასაქმებულია 300-ზე მეტი თანამშრომელი.

კლინიკაში ფუნქციონირებს მრავალპროფილური ამბულატორიული განყოფილება, რომელიც მოიცავს კვლევების სრულ სპექტრს და სტაციონალური ნაწილი. სტაციონალური ნაწილი შედგება შემდეგი დარგებისგან: ემერჯენსი, რეანიმაცია, კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ქირურგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია.

კლინიკა ლჯ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო კვლევაში.

მისია • ხედვა • ღირებულება

„კლინიკა-ლჯ“-ის მისია და ხედვა ეფუძნება პაციენტებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, პროფესიონალიზმს, ეთიკურ პრინციპებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენ ვისწრაფვით, თითოეულ პაციენტს შევუქმნათ სანდო და კომფორტული გარემო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეფუძნება პასუხისმგებლობას, ყურადღებასა და ინდივიდუალურ მიდგომას.

ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და ისეთი სამედიცინო გარემოს შექმნა, სადაც პაციენტის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია პაციენტზე ზრუნვა, პროფესიონალიზმი, ხარისხი და უსაფრთხოება, ნდობა და პატივისცემა, მუდმივი განვითარება და გუნდურობა. თითოეული გადაწყვეტილება და ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია პაციენტის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებისკენ, რათა გავამართლოთ ნდობა და შევქმნათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხიანი და ადამიანზე ორიენტირებული გამოცდილება.

კლინიკა, რომელსაც ენდობი

დამფუძნებლები

mamuka-jikia

შალვა (მამუკა) ჯიქია

ოფთალმოლოგი (დირექტორი)

mirian Cheisvili

მირიან ჭეიშვილი

ქირურგი

Zaza Lominadze

ზაზა ლომინაძე

კარდიოლოგი